ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს

ლაგოდეხში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" შტაბის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობდნენ, მანქანებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი მისამართით ისროლეს.

კაკალაშვილის თქმით, სამი გასროლა იყო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ლაგოდეხში წააგეს და რას ზეიმობენ მაინტერესებს, თუმცა, მანქანებით გადადგილდებოდნენ და სწორედ ამ დროს გაისროლეს ჩვენი ოფისის მისამართით. სამი ტყვიაა ნასროლი. ამ ამბავს ბოლომდე ჩავყვებით. ეს არ არის უბრალო კრიმინალური შემთხვევა, ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა. გამოვიძახეთ პოლიცია, ველოდებით რას იტყვიან", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გურამ კაკალაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს