ავტორი:

თაკო ჩარკვიანის თავდასხმაში ბრალდებულები დააჯარიმეს - სასამართლო პროცესი დასრულდა

თაკო ჩარკვიანის თავდასხმაში ბრალდებულები დააჯარიმეს - სასამართლო პროცესი დასრულდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სამივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დაჯარიმდნენ, დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ამ დროისთვის არ დადასტურდა.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ ჩხუბი არ დაუწყიათ, უბრალოდ, აეროპორტში ჩოჩქოლის ხმა მოესმათ, რა დროსაც გასაშველებლად მივიდნენ, თუმცა რას მოჰყვა კონფლიქტი, მათთვის უცნობია.

მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნა გამორიცხულია, რადგან ისინი აეროპორტში შეფერხებული რეისის გამო იმყოფებოდნენ.

როგორც აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, ისინი ბარსელონადან ჩამოფრინდნენ და ბარგს ელოდებოდნენ, რადგან გუშინ უამინდობის გამო, ბარგის თვითმფრინავიდან ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულები აპირებენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლე ჯონი გიგანზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულის პროცესი კი ჯერ არ გამართულა.

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი