ავტორი:

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას დედასთან ერთად კიდევ ოთხი პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან. თუმცა დაკავებული აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძის ადვოკატმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა.

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მომხდართან დაკავშირებით ნოდარ გამყრელიძე კვლავ არ საუბრობს და ბრალს ისევ არ აღიარებს. თუ რის საფუძველზე მოხდა დაკავებულისთვის ბრალის დამძიმება, ამ კითხვაზე ადვოკატს პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ არ იცის.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წარდგენიდან დღემდე მხოლოდ დედის მკვლელობას ედავებოდნენ, დამძიმებული ბრალის მიხედვით კი უკვე ოჯახის დანარჩენი წევრების და მეზობლების მკვლელობასაც ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნოდარ გამყრელიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.

ცნობისთვის, ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა