ავტორი:

რატომ დააკავეს თბილისში ბატალიონ "დონბასის" ქართველი მებრძოლი - შსს განცხადებას ავრცელებს

რატომ დააკავეს თბილისში ბატალიონ "დონბასის" ქართველი მებრძოლი - შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ადგილზე უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები ამავე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს დაბინავდნენ. დაკავებულთა შორის ბატალიონ "დონბასის" ქართველი მებრძოლი 26 წლის ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

დაკავებული ჩხეტიას ოჯახი ადასტურებს, რომ ახალგაზრდა დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ოჯახი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

"დამირეკა გამომძიებელმა, დაახლოებით, 10:00 საათზე და მითხრა, რომ ლუკა დაკავებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. მეტი არაფერი უთქვამს. ეს არის პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს დაგეგმილ მშვიდობიან აქციაში უნდოდა მონაწილეობის მიღება და ოპოზიციურად არის განწყობილი.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრალდება მოგონილია და იარაღი ჩაუდეს. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ჩასაფრებულები იყვნენ, როდის გამოდკვეთდა საზღვარს, მუდმივად ჩართული იყო ჩვენი „ფეისბუქის“ გვერდები და ეძებნენ რაღაცას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიაგნეს“, - განუცხადა დაკავებულის დამ, მარინა ჩხეტიამ "ინტერპრესნიუსს".

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მარინა ჩხეტიას ინფორმაცია მათ შესახებ არ აქვს. ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს