ავტორი:

სერიული მკვლელი ვახშმად ორაგულს ითხოვს, რადგან ვეგეტარიანელი გახდა

სერიული მკვლელი ვახშმად ორაგულს ითხოვს, რადგან ვეგეტარიანელი გახდა

სერიული მკვლელი პიტერ სატკლიფი მოითხოვს, საშობაო ვახშამზე ინდაურის ნაცვლად ორაგული მოუმზადონ, რადგან ვეგეტარიანელი გახდა, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. სატკლიფი სასჯელს ბრიტანეთში მდებარე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის. სერიული მკვლელი, სხვა თანამესაკნეებთან ერთად მდიდრულ ვახშამს მიირთმევს, მათ გაუმასპინძლდებიან როგორც ინდაურის ხორცით, ასევე - ვეგეტარიანული კერძებით და ტკბილეულით.

72 წლის მკვლელი ამბობს, რომ ის ხორცს აღარ ჭამს, ამიტომ საშობაო ვახშამზე აუცილებლად უნდა იყოს ორაგული სოუსით.

მისი მენიუ, სავარაუდოდ, ბევრი ბრიტანელის გაღიზიანებას გამოიწვევს, რომლებიც ფასების მატების გამო ვერ შეძლებენ საშობაო ვახშამი მოამზადონ.

ციხეში მყოფ პატიმრებს, დღესასწაულის აღსანიშნავად, სხვადასხვა თამაშებითაც გაართობენ, მათ შორის - მოაწყობენ შეჯიბრს აუზზეც.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სატკლიფს გულშემატკივრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს. მან უკვე მიიღო შობის მისალოცი ბარათები აშშ-სა და ავსტრალიიდანაც კი.

მკვლელი ამბობს, რომ წელს თავისი „ფანკლუბისგან“ 100-ზე მეტ მისალოც ბარათს მიიღებს.

სატკლიფი 1981 წელს დააპატიმრეს, მას 13 ქალის მკვლელობა და 7-ის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე