ავტორი:

"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!

"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!

პირველი იმედგაცრუება მოსახლეობას, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 3 დეკემბერს ელოდება, როცა აღმოაჩენს, რომ ფინანსთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვის შეეხება ვალების ჩამოწერა. ივანე მაჭავარიანი 19 ნოემბერს დაგვპირდა, რომ არა უგვიანეს 3 დეკემბრისა იქნებოდა მზად ვებგვერდი, სადაც "შავ სიაში" შესულ პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ, შეეხება თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე საკრედიტო ორგანიზაციები ფონდ "ქართუს" მოვალეთა სიებს აწვდიან, რაც ფინანსისტებს ბევრ კითხვას უჩენს, მათ შორის, "შავი სიიდან" 600 000 მოვალის ამოღების პერსპექტივაზე...

ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე: "ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარმართულიყო ვალების ჩამოწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს ფონდს იმ პირთა სია, ვისაც შემდეგ ხელისუფლება ვალებს ჩამოაწერს? თავად საკრედიტო ორგანიზაციებმა თუ "კრედიტინფომ"? თუ ხელისუფლება "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინი "შავ სიაში" მოხვდნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა მათი სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტიტუტებიდან? ერთიც არის, თუ ფონდი საკრედიტო ორგანიზაციების სიებს დაეყრდნობა, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ამ მონაცემებში მაქსიმალურად ჩადონ თავიანთი ინტერესები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკრედიტო ორგანიზაციებთან, რაც ნიშნავს, რომ ვალების ჩამოწერა ისე ადვილად ვერ დაიწყება, როგორც გვპირდებოდნენ.

- პროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ჭარბვალიანობის შემცირება და "შავ სიაში" მყოფი პირებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ კვლავ აქტიურ ეკონომიკურ აგენტებად იქცნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარია სესხებზე, რომლებიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია. შესაბამისად, დაპირებულ შედეგს როგორ მივიღებთ?

- გამორიცხულია, ასეთი ვალდებულებების ჩამოწერით ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მოიხსნას. ეს იყო, ფაქტობრივად, უიმედო სესხები, რომელთა თავიდან მოცილებითაც ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაისუფთავეს. ეს იყო სესხები, მათ შორის დაახლოებით 150 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის ვალი, რომელსაც ისინი ვერ იხდიდნენ, ვერც გადაიხდიდნენ და რომელიც ფონდმა "ქართუმ" იყიდა შემცირებულ ფასად.

ყველანი ხვალაც რომ ამოშალონ "შავი სიიდან", ნებისმიერ ბანკს თუ არასაბანკო ორგანიზაციას აქვს საკრედიტო და ფინანსური ინფორმაცია თავის კლიენტებზე და რისკჯგუფში მოხვედრილი პირებისთვის სესხის გაცემას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო