ავტორი:

თუ ოჯახში ბავშვი გყავთ, ასეთი ნაძვის ხე გამოგადგებათ - კრეატიული გამოგონება ბრიტანელი მწარმოებლებისგან

თუ ოჯახში ბავშვი გყავთ, ასეთი ნაძვის ხე გამოგადგებათ - კრეატიული გამოგონება ბრიტანელი მწარმოებლებისგან

ნაძვის ხის დადგმა ხშირად საფიქრალს უჩენს ოჯახის წევრებს - სახლში მყოფი ბავშვები ან ოთხფეხა მეგობრები ზედმეტ დაინტერესებას იჩენენ მის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ცნობისმოყვარეობა ცუდად მთავრდება ხოლმე. განსაკუთრებით საფრთხილონი არიან ბავშვები, რადგან შეიძლება ნაძვის ხე წააქციონ და ზედ დაეცეთ. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოსთვის ცნობილია, ამიტომ გამოსავალს ძირითადად, პატარა ზომის ნაძვის ხეებში ხედავენ, რომლებსაც კარადებზე ან სხვა შემაღლებულ ადგილებზე დგამენ.

ამჯერად ბრიტანელმა მწარმოებლებმა კრეატიული გამოსავალი შესთავაზეს მომხმარებლებს. ნახევარ ნაძვის ხე ან ნაძვნახევარა - დაახლოებით ასე შეგვიძლია გადავთარგმნოთ ეს ახალი სახეობა, რომელიც წელს პირველად გამოჩნდა. მას ქვედა ნახევარი ტოტებისგან თავისუფალი აქვს - მხოლოდ ზედა ნახევარშია ტოტიც და შესაბამისად, მორთულ-დატვირთული ნაწილი. მას ვერც ბავშვი შეწვდება და ვერც ძაღლი (კატის წინააღმდეგ ეს იდეა, სამწუხაროდ, უძლურია). ანუ აღარ იღელვებთ შესაძლო საფრთხეებზე....წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე