ავტორი:

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გთავაზობთ 2019 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

ვერძებისთვის, რომლებმაც უკვე გაარკვიეს რა სურთ ცხოვრებისგან, არაჩვეულებრივად წარიმართება 2019 წელი. პირად ცხოვრებაშიცა და საქმიანობაშიც, წარმატება ამ ნიშნით დაბადებულის თანმდევი იქნება. მარსი, რომელიც ვერძის მფარველი პლანეტაა, აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს, ისევე როგორც მზე, და ვერძში აგრესიას გაზრდის. სწორედ ამიტომ, განსაკუთღებული სიფრთხილე მართებთ ემოციების მართვისას. თუ არ გაცხარდებით, ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, ახალ, საიმედო კავშირებს დაამყარებთ და გარშემომყოფებშიც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. მზის დახმარებით, ვერძებში მთელი წლის განმავლობაში იტრიალებს პოზიტიური ენერგია. თავადაც გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ როგორი დაუღალვი გამხდარხართ. მართალია, 2019 წელსაც შეგხვდებათ სანერვიულო, მაგრამ სტრესს ძალიან მარტივად გაუმკლავდებით. ის არც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და არც ყოველდღიურობაზე. ზოგიერ ვერძს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აცდუნებს. ამ ზოდიაქოს ნიშანში გაიღვიძებს ჯანსაღი ცხოვრების სურვილი. ამიტომ დიდი ალბათობით ვარჯიშს დაიწყებს. წლის ბოლომდე უამრავი იდეა მოგივათ თავში და მათი განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ, მნიშვნელოვანია, სურვილებში არ აიბლანდოთ. შეადგინეთ გეგმა და გონივრულად მიჰყევით მას.

კურო

2019 წელს საქმეზე მაქსიმალურ კონცენტრაციას მოახერხებთ, ახალ გარემოში გამოავლენთ თქვენს ფარულ ნიჭსა და კარგად გავარჯიშებულ უნარ-ჩვევებს. ღორის წელს კურო იმხელა თავისუფლებას იგრძნობს, როგორიც უწინ არასდროს ჰქონია. ამ ნიშნით დაბადებული დილემის წინაშე აღმოჩნდება, მიღებული გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის და შესაძლოა სრულიად ახალი კალაპოტიც გაუკვალოს. კუროებო, გახსოვდეთ, ღორის წელს ყველაფერი მოგეცემათ, რასაც კი ცხოვრებისგან მოითხოვთ, ამიტომ თამამად იფიქრეთ, დაგეგმეთ, იოცნებეთ. თვალშიაცემი გახდება თქვენი სწრაფი გონებრივი განვითარება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სამსახურსა და ბიზნესზე. დიდი ნახტომით წინ წაიწევთ კარიერულ კიბეზე. სამწუხაროდ, სიტუაცია შეიცვლება მაშინ, როცა მთვარე თქვენთვის არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ პერიოდში კუროში იმძლავრებს აგრესია და ჩხუბის სურვილი, ამიტომ ჩაერთვება კონფლიქტებში, შესაძლოა ახლო მეგობარი დაკარგოს ან მეუღლეს დაშორდეს. ზოგიერთი სახლიდან წასვლასაც განიზრახავს. რამდენიმე კონკურენტი უსამართლოდ მოგექცევათ, რაც დიდ პროტესტს გამოიწვევს თქვენშიდა დიდი ალბათობით მდგომარეობიდანაც გამოგიყვანთ. გამორიცხული არ არის მასთან გრძელვადიანი ომის წამოწყება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ.

ტყუპი

2019 წელს ღორი ტყუპის დაჯილდოებას გადაწყვეტს. უეცრად, ძალიან საჭირო აღმოჩნდება თქვენი კომუნიკაციის უნარი. ადამიანები მთელი გულისყურით მოგისმენენ და დაგიჯერებენ. მთელი წლის განმავლობაში გაიცნობთ უამრავ საინტერესო ადამიანს. ზოგიერთმა მათგამა შესაძლოა ერთად მუშაობა შემოგთავაზოთ, ხოლო დანარჩენები რაღაც სარგებელს მაინც მოგიტანენ - ფინანსურს, მორალურს ან სტრატეგიულს. გამოგიჩნდებათ მფარველი პროფესიულ სფეროში, რაც გარანტიად იქცევა, რომ ვეღარავინ მოგექცევათ უსამართლოდ. თუ ჯერაც არ გაქვთ პასუხი კითხვაზე "რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ისეთო, რითაც ამაყობ?" - სწორედ 2019 წელს მოიპოვებთ. ძვირფასო ტყუპო, მოგიწევთ მოერგოთ თქვეთვის უჩვეულო, ახალ სიტუაციას. თუ ამ წელს რაიმე არ გამოგივათ, ნუ დახარჯავთ მასზე ზედმეტ დროსა და ენერგიას, დროებით შეეშვით და სხვა საქმით დაკავდით. ღორის წელს ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ, რომ ეგოისტები იყოთ, ამიტომ გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით - იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე.

კირჩხიბი

კირჩხიბი საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდება, რომელიც მის წისქვილს დაასხამს წყალს. ადრე მხოლოდ იცდიდით და მოთმინებით ელოდით თქვენი "აღზევების პერიოდს", ღორის წელს კი ცხოვრების ნანატრი პერიოდი გიდგებათ! აღარც ლოდინია საჭირო და აღარც მოთმინება. 2019 წელს კირჩხიბები თამამად უნდა გამოტყდნენ გრძნობებში, გადადგით პირველი ნაბიჯი, პასუხად სიყვარულს შემოგაგებებენ და ლამაზ ურთიერთობას ჩაეყრება საფუძველი. ამ წელს ვერავინ მოგატყუებთ. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე! აღარ მოგიწევთ სიტყვების მოზომვა და წინასწარ აწონ-დაწონვა, თქვენ მიერ ნათქვამ თითოეულ ფრაზას გარშემომყოფები სწორად გაიგებენ. ბევრი კირჩხიბი უჩვეულო შინაგან თავისუფლებას იგრძნობს და მიხვდება, რომ საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს. წელს თქვენზე საპირისპირ სქესის წარმომადგენლები ნადირობას დაიწყებენ. კირჩხიბებს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, დაუვიწყარი სქესობრივი ცხოვრება ელოდებათ, სიყვარულთან ერთად თქვენში ვნება იფეთქებს! ის კირჩხიბები, რომლებიც დღემდე მეორე ნახევარს ეძებდნენ, თავიანთ ბედს შეხვდებიან და შესაძლოა მალევე დაინიშნონ კიდეც. აუცილებლად ჩაერთეთ ღონსძებებსა და აქტივობებში, მოაწყვეთ წვეულებები. ყოველივე ეს მომავალში დადებით შედეგს მოგიტანთ.

ლომი

2019 წელს ლომის გავლენა და ძალაუფლება გაიზრდება. თავიდან ბოლომდე ხელში აიღებთ სიტუაციის მართვის სადავეებს. დიდი ხანია თავში ერთი იდეა გიტრიალებთ, რომლის განსახორციელებლად ადამიანთა ჯგუფი დაგჭირდებათ, ამიტომ იპოვეთ ძლიერი, შრომსიმოყვარე და მიზანდასახული პარტნიორები, რომლებიც თქვენს ნდობას იმსახურებენ. წლის შუა პერიოდში მოვლენების უცნაური სვლა შეგაშინებთ, სინამდვილეში შეშფოთება არ ღირს, ყეელა წინააღმდეგობას გადალახავთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგამდე, სრულად შეისწავლეთ მოცემულობა, არ გამოგეპაროთ რომელიმე დეტალი, რადგან სწორედ უყურადრებოდ დატოვებული წვრილმანი იქცევა დიდ პრობლემად. 2019 წლის ბოლომდე ემიგრაციაში მყოფი ლომები მოახერხებენ სასურველი თანხის დაგროვებას და ბიზნესის წამოწყებას.

ქალწული

2019 წლის დასაწყისიდანვე ახალი ენერგიით შეუდგებით საქმეს. ღორის წელი თქვენთვის ჰარმონიის, ბალანსის, შფოთის დამარცხების და ინტელექტუალური ზრდა-განვითარების პერიოდია. ზოგიერთი ქალწულის საქმიანობა დიდ გავლენას მოახდენს მთელ კაცობრიობაზე, მოსალოდნელია მენციერული ან ტექნოლოგიური სენსაცია. წელს გადაწყვიტავთ "რუტინა" დაარღვიოთ! გახდებით მოულოდნელობებით სავსე, რაც ძალიან გააკვირვებთ თქვენს მეგობრებსა და პარტნიორს. ზოგიერთი ქალწული არ დაზოგავს თავს, გვერდზე გადადებს ჯანმრთელობას და თავით გადაეშვება სამუშაოში, რაც საუკეთესო არჩვენაი ნამდვილად არ არის. ქალწულებო, 2019 წელს საჭირო არ არის უფროსების ინსტრუქციებს ზედმიწევნით მისდიოთ, სცადეთ ახალი, ორიგინალური და თქვენთვის უფრო პრაქტიკული გზები იპოვოთ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს