ავტორი:

გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება - "უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს"

გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება - "უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს"

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, თუმცა ძირითადად საქართველოდან.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ძირითადად იქნება საქართველოში და აქედან ვერ გააგდებენ".

"მე უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს, ვაკეთებთ ძალიან ბევრ რეფორმას. მათ შორის არის ანტიკორუფციული სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო, იქაური იუსტიციის სახლის ბრენდი "გოტოვო" და ა.შ. რაც შეეხება პოროშენკოსთან მიმართებაში, დიახ, ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს