ავტორი:

ეკა ბესელია, რომელსაც 7 ჟურნალისტი ელოდა, ეთერში არ მივიდა - რას წერენ სოციალურ ქსელში დეპუტატზე

ეკა ბესელია, რომელსაც 7 ჟურნალისტი ელოდა, ეთერში არ მივიდა - რას წერენ სოციალურ ქსელში დეპუტატზე

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" მიწვეული სტუმარი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ მივიდა. როგორც გადაცემის წამყვანმა ნიკა საჯაიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა ჰქონდათ, ანონსიც გადიოდა ეთერში, თუმცა ბესელიას გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი, გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გახდა.

ბესელიამ და მისმა პრესსამსახურმა გადაცემის პროდიუსერებს განუცხადეს, რომ არმოსვლის მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი საგანგებო სხდომა იყო, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებდა და ამ სხდომას ბესელია უნდა დასწრებოდა.

თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, საღამოს ბესელია საერთოდ არ იმყოფებოდა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ამ გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც იმ ჟურნალისტებისგან, ვინც გადაცემაში მონაწილეობდნენ, ასევე მედიის სხვა წარმომადგენლებისგან:

ნინო ჭელიძე, ბლოგერი: გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შევიტყვეთ, რომ ეკა ბესელია არ მოვიდოდა. როგორც აღმოჩნდა მან მედიისთვის და მაყურებლისთვის დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას ინაუგურაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრება ამჯობინა

ელზა პაპოშვილი, "რეზონანსი": ძალიან სამწუხარო პრეცედენტი მოხდა. დეპუტატს, რომელსაც შვიდი ჟურნალისტი ელოდებოდა არ მოვიდა. დასკვნა მაყურებელმა გამოიტანოს

ნინო ზაუტაშვილი: ძალიან მძიმე შემთხვევაა. უპასუხისმგებლობაა.

სოფო ხაჭაპურიძე: გულისამრევი თავშიავარდნილობა!!!!

არჩილ გამზარდია,: იუპიტერები არიან და მოკვდავებთან არ დადიან.

ბესელიას ამ ქმედებას ასევე უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა იმ ინტერნეტმომხმარებლებისგან, რომლებიც გადაცემას "ფეისბუქის" "ლაივში" უყურებდნენ:

"პასუხები არ აქვს..."

"ცინიკოსი ქალი, რა უნდა უთხრას ხალხს... რა აქვს ამ მთავრობას ხალხისთვის სათქმელი, კრიმინალების მთავრობაა"

"ხალხზე ზრუნვისგან დრო არ რჩებათ, რა ქნას, გათანგულია მუშაობით"

"წინასწარ უნდა დაანონსოთ რესპოდენტი რამოდენიმე დღით ადრე, რომ ამგვარი ტყული არ გაუვიდეს მაგალითად ქალბატონ ხელმოცარულ ბესელიას"

"ბოვშვმა დააშავა რაცხა ისევ და არ ეცალა, მოსამართლესთან აწყობდა საქმეს"

VIDEO: "სკამი ცარიელია“ - რატომ არ მივიდა ეკა ბესელია "პალიტრანიუსის" გადაცემაში 7 ჟურნალისტის პირისპირ სასაუბროდ?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები