ავტორი:

სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია

სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია

ციმბირელ პოლიციელს, რომელიც რუსეთში ყველაზე სასტიკ მკვლელად არის მიჩნეული, სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯეს. მანამდე მას მსჯავრი 22 ქალის მოკვლის გამო დასდეს.

BBC წერს, რომ 53 წლის მიხაილ პოპოვმა ირკუტსკთან ახლოს 55 ქალი და პოლიციელი მოკლა. ის მგზავრებს ღამით მანქანით სთავაზობდა ადგილამდე მიყვანას, სულ მცირე 10 მათგანი ასევე, გააუპატიურა. დანაშაულებები 1992 წლიდან 2007 წლამდე პერიოდშია ჩადენილი.

პოლიციელი 2012 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც კვალი მის მანქანასთან მივიდა. ყველა მსხვერპლი ქალი იყო, 15-დან 40 წლამდე ასაკის. პოპკოვმა მხოლოდ ერთი მამაკაცი მოკლა, პოლიციელი.

ხალხს ის ცულითა და ჩაქუჩით ქალაქ ანგარსკში ხოცავდა, ირკუტსკთან ახლოს. დანაწევრებულ სხეულებს კი ტყეებში და ადგილობრივ სასაფლაოზე მარხავდა.

ის ამბობს, რომ ანგარსკს „ამორალური ქალებისგან წმენდდა“. პოპკოვის „ნივას“ საბურავების კვალი დამარხული ცხედრების სიახლოვეს იპოვეს. დნმ-ის ანალიზის საშუალებით კი პოპკოვის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მილიციელი ვლადივოსტოკის გზაზე დააკავეს, ის ახალი მანქანის საყიდლად მიდიოდა. მოგვიანებით 20 მკვლელობა აღიარა, ყველაზე უმცროსი, რომელიც მან მოკლა, 15 წლის გოგონა იყო.

2015 წელს ირკუტსკის სასამართლომ ის 22 მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდებოდა. „ინტერფაქსი“ წერს, რომ პოპკოვმა თანამესაკნეს სხვა მკვლელობების შესახებაც უამბო.

ის ფსიქიკურად ჯანმრთელია, თუმცა მკვლელობების მიმართ „პათოლოგიური მიდრეკილება“ აქვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე