ავტორი:

"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები

"ერთსაათიანი გაკვეთილები შესვენებების გარეშე, თითო საგანში 40 გვერდი... გასაგიჟებელია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი დედის შეფასებები

მშობლებს ყოველთვის გვაინტერესებს, როგორც ცხოვრობენ და უძღვებიან ოჯახებს უცხოელი მშობლები, რა გვაქვს საერთო და რა მიდგომით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. უცხოეთში ჩვენს არაერთ თანამემამულეს უხდება ცხოვრება. მაია ტურაბელიძე უკვე 20 წელია იტალიაში ცხოვრობს. იტალიელი მეუღლე ჰყავს. მათი შვილებიც იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორი გარემოა იტალიაში ბავშვების აღსაზრდელად, რა პრობლემებზე ღელავენ ყველაზე მეტად იქაური მშობლები, რამდენად კმაყოფილები არიან სკოლების და მასწავლებლების. ამ ყველაფერის შესახებ მაია Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

- 20 წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოდან წასულად თავს მაინც ვერ ჩავთვლი, რადგან თითქმის ყოველ წელიწადს ჩავდივარ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში და გარკვეულ პერიოდს იქ ვატარებ. სხვანაირად არც შემიძლია, მიწის ყივილი ძლიერია ჩემში. იტალიაში მთარგმნელობით საქმიანობას ვეწევი, რაც რამდენიმე წლის წინ, რუსული ენით დავიწყე: ვთარგმნიდი, ვეწეოდი თარჯიმნობას და ერთ-ერთ ქარხანაში ლექციებს ვკითხულობდი, რომელიც საქმიან ურთიერთობას აწარმოებდა რუსეთთან, მაგრამ რუსებისთვის დაწესებული სანქციების გამო ურთიერთობა შეწყდა და მეც შევჩერდი. ამჟამად ქართული ენით ვარ დაკავებული ანუ თანამედროვე იტალიურ ლიტერატურას ვაცნობ ქართველ მკითხველს, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან შემიყვარდა და ჩემს გატაცებად და სულიერ მოთხოვნილებად გადამექცა. ჩემი მეუღლე იტალიელია, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც სიყვარული და ქალის პატივისცემა იცის, ნამდვილი ჯენლტმენია. ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავდავიწყებამდე შემაყვარა ის, და ქორწინებაზეც დავთანხმდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ გადაწყვეტილებას თუ ოდესმე მივიღებდი, მაგრამ სიყვარული მართლაც უძლიერესი გრძნობა ყოფილა და წინ ვერ აღვუდექი. ქუთაისში დავქორწინდით წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, 1999 წელს. სხვათა შორის, ჩვენი იყო პირველი ოფიციალური ქორწინება ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ანუ პირველი დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იტალიის საელჩო მაშინ არ არსებობდა საქართველოში და ბიუროკრატიული საკითხები ჯერ კიდევ მოსკოვში გვარდებოდა. ქორწინების ნებართვის საბუთიც სწორედ მოსკოვიდან ჩამოგვივიდა. ოჯახის შექმნამდე, გადაწყვეტილი გვქონდა ქუთაისში გვეცხოვრა, მაგრამ ცხოვრება ხშირად ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, და კი მოგვიწია იტალიაში გადმოსვლა, თუმცა საქართველოს მაინც არ ვკარგავ და ვერც მოვახერხებ, რადგან ჩემი სულის დიდ ნაწილს წარმოადგენს ის. ორი ულამაზესი გოგო შეგვეძინა, რომლებიც დღეს თითქმის 19 და 17 წლის არიან.

- თქვენი შვილები იტალიაში გაიზარდნენ. გაიხსენეთ ეს წლები, როგორი მიდგომებია მანდ ბავშვების აღზრდის თვალსაზრისით და როგორია ჩვენთან?

- დიახ, იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა საქართველოში მოინათლნენ და ქართულ ტრადიციებს არ ივიწყებენ.ბავშვის ფორმირება და აღზრდა, მე ვიტყოდი, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ოჯახს, ისევე როგორც სკოლას, არანაკლები წვლილი მიუძღვის ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში; და ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, დღეს, როცა საზოგადოება იმდენად სახარბიელო თვისებებით არ გამოირჩევა. რაც უფრო მივიწევთ წინ, თითქოს მით უფრო იმღვრევა წყალი ჩვენ თვალწინ, იღრევა სამყარო და ეკარგება ფასი ბევრ რამეს. განსაკუთრებით, ადამიანური ღირსება ექცევა უკანა პლანზე. მის დეფიციტს განვიცდით და ამიტომაც ხდება უამრავი ცუდი რამ ჩვენ ირგვლივ. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ახალგაზრდას ფეხი არ დაუცდეს და მცდარ წრეში არ მოხვდეს. მშობლის როლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერ ამაში. მან უნდა გაუკვალოს გზა შვილს და სწორი მიმართულება მიუთითოს. კარგი იქნებოდა, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა, მაგრამ ვერც საქართველოში და ვერც იტალიაში ეს ვერ ხერხდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ოჯახის ერთიანობას იმდენად დიდი ყურადღება არ ექცევა, უფრო სწორად, ვერ ხერხდება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დასული ოჯახები ლუკმაპურის საშოვნელად რას არ აკეთებენ. დედები ქვეყნის გარეთ არიან გასულები და შვილების ზრდას სკაიპით ადევნებენ თვალყურს. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი და უზომოდ მტკივნეული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა. იმედია, უფრო მეტი მონდომება იქნება ამაზე ახლად არჩეული პრეზიდენტისგან, რამეთუ ის ქალია და იცის, დედის ფასი ოჯახში რაოდენ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ იტალიაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. არა, მე არ მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ყველანაირად უზრუნველყოფილები არიან და დედებს არ უხდებათ ოჯახების დატოვება. ასე სულაც არ არის, მაგრამ იმ მცირე ანაზღაურებით, რასაც აქაური ხელისუფლება მომუშავე პირებს უხდის, მრავალი გადასახადის მიუხედავად, რაციონალური ხარჯვითა და ეკონომიური სვლებით, მაინც შეიძლება არსებობა. ვიმეორებ, არსებობა, და არა, გართობა. ეს უკანასკნელი სხვა ფენომენს წარმოადგენს კიდევ. მუშათა კლასი აქ დიდ ზეწოლას განიცდის უთვალავი გადასახადის ზემოქმედებით, სახელმწიფო წამომადგენლებისგან განსხვავებით. წაიკითხეთ სრულად

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა