საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 მე-3 კვარტლის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს აქვთ ბრუნვის ყველაზე დიდი მოცულობა ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის საბოლოო მაჩვენებელი მომავალ წელს იქნება, გთავაზობთ 2017 წლის Top-10 კომპანიას ბრუნვის მოცულობით.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ცალკეული კომპანიების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ ბრუნვის მიხედვით ტოპ-10 კომპანიის მხოლოდ ჩამონათვალი მოგვაწოდა და აღსანიშნავია, რომ ეს სიაც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
„საქსტატის“ შემდეგ, ცალკეულ კომპანიათა ფინანსური მაჩვენებლების მოძიებას საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე შევეცადეთ. თუმცა, ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან, ანგარიშგება მხოლოდ ორს - „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ აქვს გამოქვეყნებული. როგორც ანგარიშგებების ვებგვერდზეა აღნიშნული, ორივე ეს კომპანია 1-ელ კატეგორიაშია მოხვედრილი, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.
რაც შეეხება, 2017 წლის TOP-10 კომპანიას ბრუნვის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული და ნავთობისა და გაზის სფეროში მოღვაწე კომპანიები ლიდერობს.
კერძოდ, 10 კომპანიას შორის 3 პოზიციას ტოტალიზატორები იკავებს. ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „სუპერბეთი 2014“ (‘ლიდერბეთი“) და „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“). წაიკითხეთ სრულად