ავტორი:

სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები

სასამართლომ მეუფე იაკობს 1 ლარის გადახდა დააკისრა - საქმის დეტალები

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

"მოსამართლემ ახლა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც ჩემი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. საუბარია ჩემი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ განცხადებაზე. ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვე, რადგან ღირსება და პატივი შეუფასებელია. მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. დიდი მადლობა მოსამართლე ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა", - განაცხადა რამიშვილმა.

პროცესს არ დასწრები თავადა ქორეპისკოპოსი იაკობი.

"მორიგებაც მინდოდა და მისი ნახვაც, რაში მწამებდა ცილს, მაგრამ ყოველთვის მემალებოდა", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს