ავტორი:

შსს სისტემურ განახლებას აგრძელებს, რომლის ნაწილი შენც შეგიძლია გახდე

შსს სისტემურ განახლებას აგრძელებს, რომლის ნაწილი შენც შეგიძლია გახდე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს. მართლწესრიგის ოფიცერი შსს-სს ახალი საპოლიციო ინსტიტუტია, რომლის უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მართლწესრიგის ოფიცერი იქნება უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის თავიდან არიდების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

მართლწესრიგის ოფიცერი ორიენტირებულია იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, კომპლექსურად უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება და ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდება.

VIDEO: "გამარჯობა, მე ვარ გიორგი" - ახალგაზრდა პოლიციელის "ფეისბუქ"-ლაივი, სადაც ის აგიხსნით, რას აკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს