ავტორი:

შექმენი შენი გუნდი - პროექტი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის

შექმენი შენი გუნდი - პროექტი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის

Lelo.ge და გაზეთი "ლელო" გთავაზობთ ახალ პროექტს "ჩემი გუნდი", რომელიც ეტაპობრივად საშუალებას მოგცემთ თავი მწვრთნელებად იგრძნოთ და თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ სიმბოლური ნაკრები...

პირველი არჩევანი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებზე შევაჩერეთ. მეკარის, ოთხი მცველის, ოთხი ნახევარმცველისა და ორი თავდამსხმელის "დაკლიკებით" საშუალება გეძლევათ მოედანზე განალაგოთ თქვენი რჩეული თერთმეტეული. არჩევანი ხომ მართლაც მრავალფეროვანია - გიორგი ქინქლაძითა და კახა ცხადაძით დაწყებული - გურამ კაშიათი და გიორგი ჩაკვეტაძით დამთავრებული.

გაითვალისწინეთ, რომ ერთ პოზიციაზე მხოლოდ თითო ფეხბურთელის დაყენებაა შესაძლებელი, ტექნიკურად არც ისაა შესაძლებელი, რომელიმე მოთამაშე ორ-სამ პოზიციაზე გავამწესოთ, ეს ხომ ნამდვილი მოედანი და ნამდვილი ფეხბურთი არ არის...

ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

დეკემბრის ბოლოს, ნაკრების თქვენეული ვერსიების შედგენით გულს რომ იჯერებთ, შერჩევა დასრულდება, დაითვლება ხმების რაოდენობა, პროცენტული მაჩვენებლები და გაზეთ "ლელოში" იხილავთ ვრცელ პუბლიკაციას საქართველოს ნაკრების შესახებ.

შექმენი შენი გუნდი აქ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს