ავტორი:

ვალების განულება შესაძლოა, დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს

ვალების განულება შესაძლოა, დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს

სასესხო დავალიანებების ჩამოწერის აქციაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომელთაც დიდი მოცულობის სესხები ჰქონდათ. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერენ. მათი თქმით, სესხის ძირი თანხა 2 ათას ლარს, ვადაგადაცილება კი ერთ წელიწადს აღემატება, თუმცა, საკუთარი თავი მაინც აღმოაჩინეს ვებგვერდზე vali.ge, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ - შეეხოთ თუ არა ვალების განულება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, ვალების ჩამოწერა შესაძლოა, დიდი მოცულობის სესხებსაც შეხებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, საუბარია, ხანდაზმულ სესხებზე. მაგრამ ძნელაძე არ აკონკრეტებს ამ ტიპის - ხანდაზმული და დიდი მოცულობის სესხებიც ფონდმა „ქართუმ“ შეისყიდა, თუ კომერციულმა ბანკებმა „აპატიეს“ მსესხებლებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„შესაძლოა, მოხდეს ხანდაზმული, დიდი მოცულობის სესხების პატიებაც, თუმცა, ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. მაგრამ იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ თუ მოქალაქემ საკუთარი თავი ვალების განულების ვებგვერდზე - vali.ge აღმოაჩინა, მას სესხის მოცულობის განურჩევლად, დავალიანება გაუნულდება. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო