ავტორი:

სააკაშვილი სარკოზიზე: "ყველგან ჩადის, სადაც ფულს გადაუხდიან"

სააკაშვილი სარკოზიზე: "ყველგან ჩადის, სადაც ფულს გადაუხდიან"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება ფაქტს, რომ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვა:

"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც "ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ნიკოლა სარკოზი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა, მათ შორის აგვისტოს ომის პერიოდში, როცა მან მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა ქართული მხარისთვის რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან შეთანხმებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულება.

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში, სააკაშვილმა ეს ეპიზოდი ასე გაიხსენა: "უხერხულია, რომ ამაზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ, როდესაც სარკოზიმ მითხრა, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს იმ პუნქტებს, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა, რომლითაც ჩვენი ტერიტორიების სტატუსი საერთაშორისო ხდებოდა ღია განხილვის საგანი, მე მეორე დღესვე მომკლავდნენ, მაშინ მე მას ვუთხარი - მე მირჩევნია, რომ მომკლან, ვიდრე ხელი მოვაწერო ქართული ტერიტორიების დაქუცმაცებას, ამაზე რომ მომეწერა ხელი, ახლა ივანიშვილი მე გადამაბრალებდა და დიდი ხანია, დათმობილი ექნებოდა საქართველოს ტერიტორიები" - იხსენებდა სააკაშვილი.

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე