ავტორი:

ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

საქართველოს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე საქართველოს დროში ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა. თეთრი პიჯაკი, მუხლამდე კაბა და წითელი ზედატანი, პრეზიდენტს დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შეუკერა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სალომე ზურაბიშვილს მხარს არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა. მათ შორის ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ნინი ქარსელაძე, ხათუნა ჟორდანია, სალომე გოგიაშვილი, ხატია სიჭინავა და მისი მეუღლე რამაზ ნოზაძე, სოფო ხალვაში... ეს უკანასკნელი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანობიდან გაათავისუფლეს კიდეც, თუმცა მალევე ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე მოგვევლინა.

პრეზიდენტის ინაუგურაციას ვერ დაესწრო ნინი ქარსელაძე, რომელიც მოსკოვში იმყოფება. მომღერალმა ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა: "მხოლოდ იმიტომ გადავდე უცხოეთში საქმეები, რომ წინასაარჩევნო ამბავი ბოლომდე მიგვეყვანა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა", ამის შემდეგ კი უცხოეთში საქმეებზე გაემგზავრა.

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე კახეთში ჩავიდა მისი ყველა მხარდამჭერი, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილმა მოსაწვევი პირადად გაუგზავნა. მათ შორის მომღერლები - აჩიკო მეფარიძე, თემურ თათარაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, აჩი ფურცელაძე, თიკა ჯამბურია და სხვა ცნობილი სახეები.

წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო:

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის