ავტორი:

პოლიციამ დავით კირკიტაძე დააკავა

პოლიციამ დავით კირკიტაძე დააკავა

კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" კირკიტაძის დაკავების ფაქტს აღწერენ, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციის დაზარალებულის სანახავად წავიდნენ.

მათი განცხადებით, მათ დაყვებოდათ სუს-ის მანქანა, რომელში მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან გადმოცვივდნენ და წაიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი კირკიტაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, კირკიტაძე დაკავებულია 353-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

VIDEO: დავით კირკიტაძე დაიჭირეს - ნახეთ დაკავების კადრები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს