ავტორი:

"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ

"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ

სასექსის ჰერცოგინიას მამა, ტომას მარკლი ამბობს, რომ ყოველ დღე ცდილობს, შვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოს, თუმცა მასთან პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ არ უსაუბრია. BBC-ს ინფორმაციით, მარკლმა ამის შესახებ გადაცემაში Good Morning Britain ისაუბრა. მეგანის მამა ამბობს, რომ ქალიშვილის დამოკიდებულება მისთვის გაუგებარია.

ტომას მარკლი ჰარიმ და მეგანმა მაისში ქორწილში დაპატიჟეს, თუმცა გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო მან ლონდონში ჩასვლა ვერ შეძლო.

„ძალიან მიყვარხარ, ჩემი შვილი ხარ და მინდა, შენი ამბები შენგან გავიგო. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა ჩვენს შორის, უნდა ვცადოთ პრობლემების დაძლევა,“ - განუცხადა ტომასმა ქალიშვილს ტელეეთერის საშუალებით.

ქორწილამდე მარკლი არაერთ გაუგებრობაში გაეხვა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა მის მიერვე დადგმული სცენა, სადაც, ვითომ, ქორწილისთვის პიჯაკს იზომავდა და ის „პაპარაცებმა“ გადაიღეს.

„ამის გამო ასჯერ მოვიხადე ბოდიში. მგონია, რომ არ ვიმსახურებ, ჩემთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ. ყოველ დღე ვწერ და ვთხოვ, მესიჯზე მიპასუხოს, წერილებიც მივწერე, მაგრამ ამ დრომდე ერთი პასუხიც არ მომსვლია,“ - აღნიშნა მარკლმა.

მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მეგანსა და ჰარის ჯერათ ყველაფრის, რაც მის შესახებ მედიაში იწერება.

74 წლის ტომასი არასოდეს შეხვედრია სიძეს, თუმცა იმედი აქვს, რომ გაიცნობს შვილიშვილს, რომელიც გაზაფხულზე დაიბადება.

„მგონია, რომ მეგანი ძალიან კარგი დედა იქნება და ასევე, ჩვენს შორის პრობლემები შემცირდება და კვლავ აღვადგენთ ურთიერთობას,“ - აღნიშნავს ტომასი.

ინტერვიუსთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე