ავტორი:

ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპი დაარქვეს

ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპი დაარქვეს

ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს,ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამფიბია პანამაში აღმოაჩინეს და კომპანიამ, რომელმაც აუქციონში სახელის დარქმევის უფლება 25 ათას დოლარად მოიპოვა, მას დერმოფის დონალდტრამპი დაარქვა.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სურთ, კლიმატის ცვლილებების შესახებ ცნობადობა გაზარდონ.

„დერმოფის დონალდტრამპი კლიმატის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეა და ასევე, მისი მოსახელის მიერ შემუშავებული კლიმატის პოლიტიკის გამო, გადაშენება ემუქრება,“ - აღნიშნულია კომპანიის EnviroBuild თანადამფუძნებლის, ეიდენ ბელის განცხადებაში.

მცირე ზომის ბრმა არსება მიწის ქვეშ ცხოვრობს და მის ჩვევებს ბელი დონალდ ტრამპის მოქმედებებს ადარებს - მისი თქმით, სამეცნიერო კონსესუსის თავიდან ასარიდებლად დონალდ ტრამპიც „თავს ქვიშაში მალავს“.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატური ცვლილება ადამიანებმა გამოიწვიეს, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი მეცნიერებს „პოლიტიკურ მოტივებში“ადანაშაულებს და ეჭვი ეპარება, რომ დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა ადამიანების ბრალია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე