ავტორი:

კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა

კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა

კარდაშიანების ცნობილი ოჯახის კიდევ ერთი სკანდალური წევრის, კაილი ჯენერის ბიზნესის ნიჭი უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა - „კაილი კოსმეტიქსის“ მფლობელი აშშ-ს ყველაზე მდიდარ 5 ვარსკვლავს შორისაა.

„ფორბსმა“ ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა. 21 წლის მოდელი ჯეი-ზისთან ერთად რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, მათი ქონება 900 მლნ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის სათავეში არიან ჯორჯ ლუკასი, ოპრა უინფრი, მაიკლ ჯორდანი და სტივენ სპილბერგი.

ჯენერის შემოსავლის მთავარი წყარო მისი კოსმეტიკური კომპანიაა, რომლის აქციების 100%-ს თავად ფლობს. კაილი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს რეკლამებში მონაწილეობითა და სოციალური მედიის საშუალებით გამოიმუშავებს.

ცოტა ხნის წინ ჯენერი მედიის ყურადღების ცენტრში ასევე „ფორბსის“ გამო მოექცა - ჟურნალმა მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. გამოცემამ მოდელი იმ მდიდარ ქალებს შორის დაასახელა, ვინც „საკუთარი თავი თავად შექმნეს“.

„სოციალური მედია არაჩვეულებრივი პლატფორმაა. ძალიან მიმარტივებს ჩემს თაყვანისმცემლებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობას.

ყოველთვის ვცდილობდი, რამე თავად გამეკეთებინა. ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც თვალის იისფერ ჩრდილს ვისვამდი. მაკიაჟი მეტად თავდაჯერებულს მხდიდა,“ - აღნიშნა ჯენერმა „ფორბსთან“.

მან, ასევე, მედიასთან ისაუბრა კოსმეტიკის საკუთარ ბრენდზე და ტუჩსაცხზე Lip Kits, რომელიც, ძალიან ხშირად, მაღაზიებიდან რამდენიმე წუთში ქრება.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შემიქმნია და მჭიდროდ არის ჩემთან დაკავშირებული. მე არ მომწონდა ჩემი ტუჩები და ტუჩსაცხი მეხმარებოდა კომპლექსების დაძლევაში,“ - განაცხადა ჯენერმა გამოცემასთან ES.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს