ავტორი:

გურამ დონაძე ციხიდან განცხადებას ავრცელებს

გურამ დონაძე ციხიდან განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებს.

“2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ამით კი, მისი, როგორც მოსამართლის, უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო. ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები - ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია”, - აცხადებს გურამ დონაძე.

აღნიშნული განცხადება მსჯავრდებულმა ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს