ავტორი:

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებამდე, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიზანს "უკომპრომისო ბრძოლით მიაღწევს".

"შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა," - განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძემ ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი მოვლენებიც გაიხსენა.

"მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ჩემი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ არის დადებითი და არანაირი განზრახვა მათი შეურაცხყოფის არ მქონია. უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს