ავტორი:

ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"

ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც დაადასტურეს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტვიტერზე გააკეთა: "სირიაში ჩვენ დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფო, რაც ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში იქ ყოფნის ჩემი ერთადერთი მიზანი იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი მსგავს განცხადებას აკეთებს. მან 1-ლ აპრილს იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სირიიდან ასე სწრაფად გამოსვლა დაუშვებელი იყო, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი კი აცხადებდა, რომ მიუხედავად "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგებისა, არსებობდა ამ რადიკალური დაჯგუფების მიწისქვეშეთში გადასვლის საშიშროება და ტერორისტული აქტების ორგანიზება, რის გამოც საჭირო იყო შეერთებული შტატების ჯარები იმდენი ხანი დარჩენილიყვნენ სირიაში, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა "ისლამური სახელმწიფოს" სრულიად გასანადგურებლად.

სირიაში კონფლიქტი უკვე მერვე წელია მიმდინარეობს. ყველაფერი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ მალე ყველაფერი სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ამ რვა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სწორედ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იქნება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო და არა მარტო იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე ბოლომდე არ განეიტრალებულა.

რას ჰპირდებოდა ამერიკა სირიელ ხალხს? შეერთებული შტატები მთელი ამ რვა წლის განმავლობაში სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტის ბარაკ ობამას განცხადებაც, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა:

"სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამას ეწინააღმდეგება. მისი მოწოდებები დიალოგისა და რეფორმების შესახებ უსარგებლოა მაშინ, როცა ის აპატიმრებს, აწამებს და ხოცავს საკუთარ ხალხს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ პრეზიდნეტი ასადი დემოკრატიულ ცვლილებებს უნდა ჩასდგომოდა სათავეში ან გზიდან მოგვშორებოდა. მან ეს არ გააკეთა. სირიელი ხალხის გულისთვის, დრო დადგა, რომ პრეზიდენტი ასადი გადადგეს".

უკვე 2015 წელს, გაეროში სიტყვით გამოსვლისას ობამა აცხადებდა, რომ შტატები მუშაობს რუსეთთან და ირანთან ერთად იმისათვის, რომ ასადმა დატოვოს ძალაუფლება და რომ დაუშვებელია სირიაში ომამდელი ვითარება და სტატუს-კვო დამდგარიყო. ამერიკა სირიის კონფლიქტში 2014 წლის 22 სექტემბერს ჩაერთო.

პოლიტიკაში ვითარება მუდმივად იცვლება და შესაბამისად იცვლება პრიოროტეტებიც, ასევე იცვლებიან მტრები და მოკავშირეებიც, თუმცა ტრამპის ახლანდელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, რუსეთისთვის ლანგარით მირთმეული გამარჯვებაა. ამ გამარჯვების გამო კი ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს მასშტაბული სამხედრო ოპერაცია დაიწყო სირიაში.

სირიაში სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება - შტატების, რუსეთისა და ირანის. ახლა მათ უკვე თურქეთის შეუერთდა. ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო იქ ამერიკული სამხედრო ძალების არსებობა, მით უმეტეს ახლა, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი სამხედრო ოპერაცია დააანონსა სირიის ჩრდილოეთში. წაიკითხეთ სრულად

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი