ავტორი:

ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე

ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე

"საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.

„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმიანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

კერძოდ, იმისთვის, რომ ავტომობილის გადაღებვაზე ხარჯი არ გასწიონ, ამ მომსახურებას სარეკლამო კომპანიები უზრუნველყოფს. გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლოსგან, ასევე ავტომობილზე იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რომ პირებმა რეკლამა განათავსონ. ამ მხრივ ტაქსის მძღოლებს სარეკლამო კომპანიებთან მერია დაეხმარება, ხოლო რეკლამებიდან მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება. საჩუქრად გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშანიც, ასევე ვაუჩერი ავტომობილის დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, გამოყოფილია მათთვის უფასო საპარკინგე ადგილები. წაიკითხეთ სრულად

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ