ავტორი:

ვის "გუგლავდნენ" ყველაზე ხშირად 2018 წელს?

ვის "გუგლავდნენ" ყველაზე ხშირად 2018 წელს?

"გუგლი" ყოველწლიურად იმ ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს, ვისაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად „გუგლავენ“.

2018 წლის რეიტინგის სათავეში პოპ ვარსკვლავი დემი ლოვატო მოხვდა, რომელიც ივლისში ნარკოტიკების მოხმარების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

მეორე ადგილზე ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი გავიდა, რომელიც 2018 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის გაყვა ცოლად. წყვილი 2019 წლის გაზაფხულზე ბავშვს ელოდება.

მესამე ადგილზე კი ბრეტ კავანაა, რომელიც აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მაშინ დაინიშნა, როდესაც სამი ქალი სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდა.

სიაში ასევე შევიდა 22 წლის „იუთუბერი“ ლოგან პოლი, რომელსაც 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2018 წელს პოლმა იაპონიაში იმოგზაურა და მეგობრებთან ერთად "თვითმკვლელთა ტყე" მოინახულა. მან ვიდეოზე აღბეჭდა ადამიანის ცხედარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის გამო ლოგანი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს