ავტორი:

ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა და თოვლი - უახლოესი 3 დღის პროგნოზი

ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა და თოვლი - უახლოესი 3 დღის პროგნოზი

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ უმეტეს რაიონებში ღამით 6, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მთას, ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამის განმავლობაში 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 10 გრადუსი. რაც შეეხება მთას, ღამის საათებში ყინვა -2, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მზე და 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

თბილისში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა გათბება ღამით 3, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე.

26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს