ავტორი:

2019 წლის მოდური დიზაინი - როგორი ინტერიერი იქნება ტრენდული მომავალ წელს

2019 წლის მოდური დიზაინი - როგორი ინტერიერი იქნება ტრენდული მომავალ წელს

ახალი სეზონის ინტერიერის დიზაინის მოდური ტენდენციები წლის დასაწყისში იკვეთება ხოლმე და შუა წელს უკვე თამამად შეიძლება საუბარი მთავარი მოდური ტრენდების შესახებ. ინტერიერის დიზაინში აქტუალურ მომენტებს მილანში, პარიზში, ნიუ იორკსა და ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენები უსვამენ ხაზს და აწესებენ გარკვეულ ნიშას, რომლიც საფუძვლად ედება ყველაზე მოდურ ტრენდებს.

2019 წლის ინტერიერის დიზაინში მოდაში ოჯახური სიმყუდროვე და კომფორტია. იმისათვის, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოდასა და ეზიაროთ სიმყუდროვესა და კომფორტს, უნდა იცოდეთ შემდეგი.

ავეჯი და კიდევ ერთხელ ავეჯი

კომფორტული გარემოს შექმნა ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია. 2019 წელს ძალიან აქტუალური იქნება ხელნაკეთი ავეჯი. ეს ტენდენცია გათვალისწინებული იქნება, როგორც კლასიკურ ისე თანამედროვე, ექსტრავაგანტულ სტილში. ამ მხრივ გამორჩეულია იტალიური წითელი ხის ავეჯი. ხელით დამზადებული ავეჯი განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს გამოსცემს. თუ იმის საშუალება რა გაქვთ, რომ მთელი სახლი გააწყოთ მსგავსი სახის გარნიტურით, ნუ დაღონდებით, საკმარისია ერთი აქცენტიც კი, მაგალითად ყავის მაგიდა, რათა თქვენი სახლი მოდის უმაღლეს მწვერვალს ეზიაროს. თაამედროვე სტილისთვის ასევე მისაღები იქნება ლაქისა და ცვილის აქსესუარები.

ტექსტილი

მომავალ წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტექსტილის წელი ინტერიერში. ტექსტილი ხომ სიმყუდროვის მთავარი ატრიბუტია, ჰოდა დიზაინერებიც მის ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობენ. მომავალ წელს მოდაში იქნება ნატურალური ნაჭრები, აბრეშუმის ფარდები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე აბრეშუმის შპალერი. ასევე აქტუალური იქნება ნახევრად ძვირფასი ქვები, მაგალითად, სვაროვსკის თვლები. ნახეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს