თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
„კალანდია და მისი ადვოკატი მთავარ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესზე დაკითხვის პროცედურებთან დაკავშირებით იმყოფებიან“, - განმარტეს მთავარ პროკურატურაში.