ავტორი:

სასაფლაოზე სამი მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა რუსთავში

სასაფლაოზე სამი მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, სასაფლაოს ტერიტორიაზე სამი მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი მუცლის არეში, ორი კი ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მათგანი მუცლის არეშია დაჭრილი, ორი კი ფეხის არეში. საავადმყოფოს ეზოში დაჭრილების ახლობლები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ.

მათი ინფორმაციით, უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, გაჩიანელმა ახალგაზრდებმა მათ მსგავსი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს