ავტორი:

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც ერთ კაცზე გათხოვება სურთ - დები დეჩინკების უცნაური ოცნება

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც ერთ კაცზე გათხოვება სურთ - დები დეჩინკების უცნაური ოცნება

ქალბატონები, ვის შესახებაც უნდა მოგიყვეთ ანა და ლუსი დეჩინკები არიან. 33 წლის ასაკში მათ პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს, რადგან ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და უცნაური ოცნება აქვთ.

"მსოფლიოში ყველაზე იდენტური ადამიანები ვართ", - ამბობენ დები. როგორც აღმოჩნდა, მათ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთეს, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო დამსგავსებოდნენ.

ზოგიერთი ადამიანი მათ ამსგავსებდა "პლასტიკურ თოჯინებს", "ნიღბიან მასხარებს", "თევზებს" და ა.შ.. დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ჩაიტარეს და ახლა თავისი გარეგნობით ამაყობენ.

ამჟამად დები ახალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ სურთ გათხოვება, ოღონდ ორივეს ერთი და იგივე მამაკაცზე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ახლა საერთო საქმრო ჰყავთ. ცოტა ხნის წინ მიმართეს ერთ-ერთ ცნობილ ავსტრალიურ ტელე-შოუს "ჩვენ გვაქვს პრობლემა". შოუში ისეთი ადამიანები მიდიან, ვისაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება სურს და პუბლიკისგან დახმარებას ელის.

მათთან მრავალცოლიანობა აკრძალულია, სწორედ ამიტომ, ტყუპები ეცდებიან, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ და ქორწინების უფლება მოიპოვონ. ტყუპების რჩეული მექანიკოსი ბენ ბირნია, რომელსაც 8 წელია იცნობენ. ბენი ამბობს, რომ დებს შესანიშნავად უგებს და "რისკზე" წასვლაზე თანახმაა...წაიკითხეთ სრულად + იხილეთ ფოტოები

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე