ავტორი:

მეორე გარდაცვლილი ბავშვი ერთ თვეში - რატომ დაიღუპა აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი

მეორე გარდაცვლილი ბავშვი ერთ თვეში - რატომ დაიღუპა აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი

აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა. როგორც იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იგი ამერიკულ მხარეს ჰყავდა დაკავებული. როგორც ცნობილია, ბავშვს თავდაპირველად სიცხე ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ღებინება დაეწყო და მალევე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკის საზღვარზე დაკავებული მცირეწლოვანი მიგრანტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ტეხასის კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ ბავშვის გარდაცვალების გამოძიება კონგრესში მოითხოვა. მისი თქმით, აუცილებელია დამტკიცდეს, რომ ამერიკაში მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს ღირსეულად ექცევიან და მათთვის ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე „დემოკრატები“ კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

„ვერ გეტყვით თუ როდის განაახლებს მთავრობა მუშაობას. ის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა მანამ არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ გვექნება კედელი. ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. „შათდაუნი“ იმის შედეგი გახდა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტში 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის, თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე