ავტორი:

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შესახვედრად?

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შესახვედრად?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა, თუ რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ახალი წლისთვის შეხვედრისთვის. როგორც ტურისტულ კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოქალაქეები ძირითადად მცირე ბიუჯეტიან, იაფ მიმართულებებზე აკეთებენ არჩევანს. მათი თქმით, განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ეგვიპტე, ხოლო ევროპის მიმართულებიდან ჩეხეთი და უნგრეთი.

როგორც ტურისტული სააგენტო oktravel-ის მენეჯერმა სალომე ხოშაბაევმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს დუბაის ნაკლებად ირჩევენ.

„საახალწლოდ ძალიან ხშირად მიდიან ეგვიპტეში, ევროპის მიმართულებიდან კი მოთხოვნადია ვენა, ავსტრია, ჩეხეთი. საფრანგეთზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა გარკვეული არეულობების გამო შემცირდა. ასევე უცვლელად მოთხოვნადია იტალია და ესპანეთი.

ახალ წელს სხვა ქვეყანაში შეხვედრაზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს იმით არის განპირობებული, რომ ბიუჯეტური ფრენების დაგეგმვა მარტივია. ასევე ავიაკომპანიები და სასტუმროები უფრო მეტ აქციას სთავაზობენ მომხმარებელს“, - განაცხადა ხოშაბაევმა.

მისი თქმით, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მიმართულება ეგვიპტეა. მისივე თქმით, არჩევანის გაკეთებისას ბიუჯეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს. წაიკითხეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ