ავტორი:

მორიგი სკანდალი ძიუდოში: რამდენიმე სპორტსმენი ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

მორიგი სკანდალი ძიუდოში: რამდენიმე სპორტსმენი ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილი სცემეს. ამის შესახებ lelo.ge იტყობინება. სპორტული საიტის ინფორმაციით, პაპუნაშვილს ფიზიკურად ძიუდოისტები გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფედერაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ტიტულოვანი კონკურენტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი პაპუნაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„მე არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. შეჯიბრების დროს არაფერი არ მომხდარა. ხალხის თვალწინ არაფერი ყოფილა, სხვაგან თუ რამე იყო, არ ვიცი. ჩემპიონატის მსვლელობისას ჩვენ არაფერი გვინახავს“, - განაცხადა თენაძემ.

წყარო: lelo.ge

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო