ავტორი:

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

ხვალ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°;

მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.

30 დეკემბერს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.

ამასთან, კობი-გუდაურში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.

იხილეთ ვიდეო: ზოგან ნალექი, მთაში თოვლი, კობი-გუდაურში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება: გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება წინასაახალწლოდ?

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს