ავტორი:

2018 წლის 6 ყველაზე მთავარი ეკონომიკური მოვლენა საქართველოში

2018 წლის 6 ყველაზე მთავარი ეკონომიკური მოვლენა საქართველოში

ცვლილებების და რეგულაციების გარდა, 2018 წელს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაც მოხდა. „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

ვალების განულების პროგრამა

მიმდინარე წლის ნოემბერში ხელისუფლებამ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების საბანკო დავალიანებების ჩამოწერის პროგრამის შესახებ განაცხადა. მათი ცნობით, საკრედიტო ამნისტია იმ პირებს ეხება, ვინც თავის დროზე ბანკისგან თუ სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან ვალად აიღო არა უმეტეს 2000 ლარი და ბოლო 1 წლის განმავლობაში მის დასაფარად 1 თეთრიც არ გადაუხდია. ამ მოქალაქეთა ვალდებულებებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ფონდი „ქართუ“ შეისყიდის. ამ ეტაპზე, ვალების ჩამოწერისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge, 11 კომერციული ბანკისა და 28 არასაბანკო დაწესებულების მონაცემია განთავსებული. ამასთან, ვებგვერდზე 604,797 მსესხებლის 1,302,750 სასესხო დავალიანების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი, დავალიანებების მოცულობა კი 3,933,145,876 ლარია.

სამინისტროების შემცირება

2018 წელს საქართველოში სამინისტროების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა.

პურის გაძვირება

მიმდინარე წლის მიწურულს საქართველოში პური გაძვირდა. კერძოდ, დეკემბერში სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ პურის გაძვირებას ხელისუფლებაშიც მოყვა განცხადებები. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ამ მოწოდებას რამდენიმე საათში მოყვა კონკურენციის სააგენტოს განცხადებაც, რომ სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას.

”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა” საქართველო დატოვა

2018 წელს საქართველოში საბანკო სექტორი შემცირდა. კერძოდ, ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა” საქართველო დატოვა. სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო