ავტორი:

37 დაღუპული, მათგან 6 ბავშვი - რუსეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

37 დაღუპული, მათგან 6 ბავშვი - რუსეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10- სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე