ავტორი:

"ეს ჩემთვის იმხელა ტრაგედიაა, რომ შეიძლებოდეს, ჩემი სიცოცხლით გამოვისყიდი..." - რა თქვა მირზა სუბელიანმა პროცესზე

"ეს ჩემთვის იმხელა ტრაგედიაა, რომ შეიძლებოდეს, ჩემი სიცოცხლით გამოვისყიდი..." - რა თქვა მირზა სუბელიანმა პროცესზე

მირზა სუბელიანმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს კიდევ ერთხელ უთხრა სამძიმარი და თქვა: ეს ჩემთვის იმხელა ტრაგედიაა, რამით რომ შეიძლებოდეს, გამოვისყიდიდი, ჩემი სიცოცხლითაც კი, თუკი, ვინმეს რაღაც ტკივილს შევუმსუბუქებდიო, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

სუბელიანის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. სასამართლოს მიმართა თავად ბრალდებულმა სუბელიანმაც.

"ისაუბრა იმაზე, რომ ეს მხოლოდ იმ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახების ტრაგედია კი არ იყო, არამედ, მისთვისაც ტრაგედიაა. სჯობს მე არ ვიყო დღეს ცოცხალი და სჯობს, ის ბავშვები იყვნენ ცოცხლებიო - განაცხადა მან პროცესზე", - დასძინა ადვოკატმა. ხუციშვილის განმარტებითვე, დღევანდელ პროცესზე სუბელიანს ფარულ ჩანაწერებზე არ უსაუბრია.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს