ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

VIDEO: თიანეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები - პირველი კადრები და კომენტარები ადგილიდან, სადაც 2 მოკლეს, 1 კი დაჭრილია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს