ავტორი:

ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც ექიმის ცემაშია ბრალდებული, პოლიციამ დააკავა

ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც ექიმის ცემაშია ბრალდებული, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული რევაზ ნასიძე მსახიობია. იგი ცოტა ხნის წინ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა.

VIDEO: პირი, რომელმაც ექიმს სცემა, "ჩცდ"-ის მსახიობია - მსახიობის დედა, თიკა ჯამბურია და კლინიკის წარმომადგენლები დეტალებზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს