ავტორი:

"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა

"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა

გორში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში, დღეს დილით 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი სტაციონარში პარასკევს მოათავსეს ვირუსული ინფექციით. მას თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

„ეს გახლდათ მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტი, იგი რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები თავის ტვინის სიმსივნის გამო, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა პარასკევს, დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ დღეს დილით გარდაიცვალა“, - აცხადებს "გორმედის“ კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

მისივე თქმით, სტაციონარში ვირუსული ინფექციით შესული პაციენტის გარდაცვალების ეს მეორე შემთხვევაა.

"ორივე პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. პირველ შემთხვევაში იყო გულის მანკი და დაგვიანებული მომართვიანობა, რის გამოც პაციენტის შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა სიკვდილი. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ეს იყო H1N1. დღევანდელ შემთხვევაში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პაციენტს რამდენჯერმე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული თავის ტვინის სიმსივნეზე“, - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო