ზემო თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. დაზიანებული იყო ფილტვი, დიაფრაგმა, ღვიძლი. დაზიანებული სტრუქტურების მთლიანობა აღდგა. პაციენტი ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციული მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება პოსტოპერაციულ პერიოდს“, - აცხადებს ზოგადი ქირურგი მარინე ლიჩელი.
საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი უკვე დაკავებულია.
იხილეთ ვიდეო: თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა - რას ამბობს ექიმი ქალის მდგომარეობაზე?