ავტორი:

1 დაღუპული, 12 დაშავებული - ფოტოები ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის ადგილიდან

1 დაღუპული, 12 დაშავებული - ფოტოები ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის ადგილიდან

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მყოფ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: ჯონი პატარკაციშვილი

იიხლეთ ვიდეო: კადრები და კომენტარი ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს შეეჯახა - გარდაცვლილია 1, დაშავებული 12 ადამიანი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო