ავტორი:

ქალმა, რომელიც 14 წელია კომაშია, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა - ამერიკის პოლიცია მოძალადეს ეძებს

ქალმა, რომელიც 14 წელია კომაშია, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა - ამერიკის პოლიცია მოძალადეს ეძებს

ქალი, რომელიც სან კარლოსის აპაჩის ტომის წევრია, უკვე 10 წელზე მეტია კომაში იმყოფება და ცოტა ხნის წინ არიზონას სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიარა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტომის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„როდესაც შენს საყვარელ ადამიანს პალიატიური მზრუნველობა სჭირდება, როდესაც ის მთლიანად სხვებზეა დამოკიდებული, უბრალოდ, ენდობი მის მომვლელებს,“ - აღნიშნა ტერი რამბლერმა.

ფენიქსში მდებარე ჰასიენდას პალიატიურ დაწესებულებაში განაცხადეს, რომ პოლიცია იქ მომუშავე მამაკაცების დნმ-ს ამოწმებს.

სამართალდამცველებს კი დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ქალი კომაში უკვე 14 წელია იმყოფება, სამედიცინო დაწესებულებაში კი 10 წლის წინ მოათავსეს. მან 29 დეკემბერს იმშობიარა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობას CNN არ ასაჯაროებს.

„ოჯახი აღშფოთებულია, მათთვის ეს ძალიან დიდი ტრავმაა - ქალიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გააუპატიურეს,“ - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ჯონ მაიკლსმა.

მისივე თქმით, ბავშვზე ოჯახი იზრუნებს და ის მოსიყვარულე ადამიანებთან გაიზრდება.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები მომხდარს ძალიან სამწუხარო ინციდენტად აფასებენ და სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ტიმონსი თანამდებობიდან გადადგა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე