ავტორი:

მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი იცვლება?

მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი იცვლება?

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სსიპ - „112“-ის შემოსულობებმა სულ 13,023,779.27 ლარი შეადგინა. 112-ის შემოსულობების ერთ-ერთ ძირითად წყაროს მობილური და ფიქსირებული ოპერატორების მომსახურებაზე დადგენილი საკომისიო წარმოადგენს.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს ოპერატორი ქსელებიდან 112-ის შემოსავალმა 7,997,198 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 61%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ოპერატორების შემთხვევაში, 112-ის საკომისიო ფიზიკური პირის შემთხვევაში 20; ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 50 თეთრია. აღნიშნული საკომისიოს ჩამოჭრა კი ყოველთვიურად 5 ლარის სასაუბრო დროის გახარჯვის შემთხვევაში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ამ სისტემაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და მთავრობას მისი დახვეწისკენ მოუწოდებს.

„არსებული სისტემით, აბონენტის მიერ ბალანსზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვისას არ ხდება „112“-ის მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა და ის სასაუბრო დროის გახარჯვაზეა დამოკიდებული, კერძოდ: „112“-ის საფასურის დარიცხვა აბონენტისთვის ხდება შესაბამისი თანხის მომსახურების შეძენისას, ხოლო მისი გადახდა (აბონენტისთვის ჩამოჭრა) დამოკიდებულია სასაუბრო დროის გახარჯვაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ ოპერატორის მიერ ვერ მოხდეს თანხების სრულად ამოღება, აბონენტმა ისარგებლოს მომსახურებით, დაერიცხოს „112“-ის საფასური, თუმცა ბალანსზე არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა. ბალანსის მოლოდინის რეჟიმში, აბონენტმა აღარ ისარგებლოს/გაანადგუროს ნომერი, შესაბამისად, დარიცხული საფასურის ჩამოჭრა (ამოღება) ვერ მოხდეს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო