ავტორი:

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა..." - აფხაზები და ოსები ხაჯიმბას და ბიბილოვის ვენესუელაში ვიზიტს ცინიკური პოსტებით ეხმაურებიან

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელები კარაკასში, ვენესუელას პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრნენ.

ლიდერი, რომლის საპატიო სტუმრები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი არიან, 2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პრეზიდენტად. ადგილობრივი ოპოზიცია მას დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში ადანაშაულებს.

მან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო და მას შემდეგ, როგორც ერთი, ასევე მეორე რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები ადგილობრივ მოსახლეობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების განვითარებას პირდებოდნენ.

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა.

ოპოზიციამ ნიკოლას მადურო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დასავლეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობდა. ამერიკამ ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ, არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელადან ელჩები გაიწვია. თუმცა მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. მადუროს შედეგები აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.

vedomosti.ru-ს ცნობით, მადუროს 6-წლიანი მმართველობის ხანა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, ქვეყანამ დეფოლტი განიცადა.

2018 წლის დასაწყისის შემდეგ ინფლაციამ ვენესუელაში უკვე 81 000%-ს მიაღწია, წლის ბოლომდე კი, 1000000%-მდე ავიდა. ეს მონაცემები ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელმა რაფაელ გუსმანმა "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე წელია ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლები არ ქვეყნდება, თუმცა ექსპერტების აზრით, გუსმანის მიერ მოტანილი ციფრები სანდოა და ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. გაეროს მონაცემებით, ბოლო ხანებში, ქვეყნიდან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.

როგორც ჩანს, ანატოლი ბიბილოვმა და რაულ ხაჯიმბამ დრო არ დაკარგეს და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას სხვა ქვეყნებთანაც შეეცადნენ. ბიბილოვმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე, ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ როტეგასა და აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა...

ცნობისთვის, დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან თავისუფალი სავალუტო ოპერაციები ადგილობრივმა მთავრობამ აკრძალა.

"დაიწყო აღმშენებლობის ხანა აფხაზეთსა და ოსეთში... გილოცავთ! ყველაფერი კარგად იქნება, ნახავთ... შევხვდებით, კარაკასში " - წერს სოხუმელი თემურ პაპავა.

"წავედით ვენესუელაში, ამბობენ, კარგი ამინდებიაო და მოვასწროთ... ოღონდ დოლარი იმათ არ ჰქონიათ და რუბლი ჩვენ არ გვაქვს. საჩვენო სიტუაციაა..." - ამბობს კონჩა ოჩამჩირსკი.

"სერიოზული დიპლომატიური გარღვევები მოუხდენია აქ ჩვენს პრეზიდენტს, იქიდან გამოქცეული რამდენიმე მილიონი ვენესუელელი ჩამოდის თურმე ჩვენთან, თონე-ღუმელი გაახურეთ, მშივრები იქნებიან... დაიწყო ტურიზმის ბუმი სამხრეთ ოსეთში", - წერს ვლად ჩიბიროვი.

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე