ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

„ეხო კავკაზას“ კორესპოდენტის ცნობით, ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

"ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი გახარიას და ბიბილოვს მიმართავს

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს