ავტორი:

უარი ბრექსიტს - ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა

უარი ბრექსიტს - ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” წერს.

შეთანხმებას ხმა 202 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 432 წევრი წავიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი ჩამორჩენით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა არასოდეს დამარცხებულა. კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირებას მოახდეს, მისი კაბინეტი მზად არის ამ საკითხის განხილვა და კენჭისყრა ხვალვე ჩაატაროს.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კენჭისყრის შედეგებს მთავრობის კატასტროფული მარცხი უწოდა და ტერეზა მეის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყო. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, კონსერვატორები ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება.

“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ახლა კონსერვატორებისა და ლეიბორისტების რეიტინგები დაახლოებით ერთ ნიშნულზე, 36-41 პროცენტის დიაპაზონში მერყეობს.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის რეალიზებაზე. როგორც მეის წარმომადგენელმა განაცხადა, პრემიერი მიიჩნევს, რომ მას პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე